ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლულიყველაფერი მეზარება, სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინცმიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი, კიდევვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი, თუღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება. იმ დალოცვილ ომარსა და ჯალალედინს, თუკიასე ჰყვარებიათ ეს ზედაშე, ჩვენ ვინა ვართ,მეგობარო, იმათ გვერდით, რადგაგვკიცხონ ლოთობისთვის დღეს მე და შენ?! ჩამოასხი, ყურძნის წვენმა მეცმაამოს, ჩამოასხი!.. ჩემზე იყოს მაგის ვალი, თუ სიკვდილი მიწერია ამსაღამოს, მირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე მთვრალი... ...ჩამოასხი!..მერიქიფევ, აბა, მალე! პირნაკლული ყველაფერი მეზარება, სულ პირამდეჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ქართულღვინოს, ქართულ სუფრას გაუმარჯოს!
|