მთავარი » 2010 » აგვისტო » 04
ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გჭირდები არ დაბრუნდე თუ იგრძნობ რომ არ გიყვარვარ, დამივიწყე, იქნებ შევძლო დაგივიწყო არ მეძებო თუკი ჩემი აღარა ხარ, ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს, არ იტირო თუკი გული აღარ ფიქრობს, არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოდის, დამიჯერე მაგ თვალებზე ვლოცულობდი დაგშორდები, ვერასოდეს ვეღარ გნახავ მაგ თვალები მაგიჟებენ მხოლოდ შენი, მე არ დაგსჟი, წავალ... მაგარმ ღმერთი დაგსჟის, ჩემი წასვლა იყოს შენი განაჩენი, და უშენოდ მაინც დავრჩი გარიყული. შენ ხარ ჩემი სიყვარულის დაბადება, არა, აზრი არ ჰქონია თურმე ლოდინს, ყველა ასაკს ერთნაირი ფერით ვხატავ, ბავშვობიდან სიჭაბუკეს შევნატროდი, სიჭაბუკემ კვლავ ბავშვობა მომანატრა...
|
გასაგებია ყველაფერი. მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –
ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა: შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი, უზარმაზარი გალავანი ამოშენდა ჩემს გარშემო, და იმსიმაღლე – გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის, ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ, ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.
განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები და მომსრისონ. ვზივარ უძრავად
და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ; ზოგიერთი მიყვარდება, მაგრამ ვერ ვუმხელ.
|
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს, გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის" ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე, არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე, მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს, ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს! ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს, გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს, სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს, ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს...
|
ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი, ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული, ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო, სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული.
ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი? ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა, მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს, რადგანაც სევდა სიყვარულის თანამგზავრია!
|
მე ვადღეგძელებ იმ დიდი სიყვარულს ჩუმად , უსიტყვოთ გულში რომ კვდება, მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...
|
იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს, მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს, მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები და ცრემლებისას დააყენებ გუბეს, იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ
|
არ ვიტყოდი იმას,რასაც არ ვფიქრობ,მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას , რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც.
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა.
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოდ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.
ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდლი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა "ვწუხვარ", "მაპატიე", "გეთაყვა", '"გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით.
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის."
|
ჩვენს ლამაზ სამშობლოს საქართველოს გაუმარჯოს. საქართველოში სალოცავებს გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და წმინდა გრძნობას სიყვარულს, სიყვარულს გაუმარჯოს!!! ჩვენს ლამაზ სამშობლოს საქართველოს გაუმარ ჯოს, საქართველოში სალოცავებს გაუმარჯოს, ლამაზ წმინდა გრძნობას გაუმარჯოს.
|
სიყვარულის წვიმა იყო მაგრამ სულ არ დავსველდი, ყველა სადღაც მიდიოდა მე კი მაინც გავჩერდი... თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო , მე კი მაინც მციოდა... მშვენიერი ცხოვრებისგან თვალზე ცრემლი მდიოდა... მივდიოდი მარტოდ_მარტო, მომყვებოდა აჩრდილი, მივდიოდი ჩემთვის ჩუმად და მომესმა ძახილი......! მივიხედე გაოცებით და შევხედე იცი რას? დღეს პირველად შენმა ჩრდილმა ჩემთან ერთად იტირა... გზა გავნაგრძე ,თუმცა აჩრდილს გული ისევ სტკიოდა, თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო, მე უშენოდ მციოდა...
|
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას!
|
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს, ყველაზე მოწყენილ დღეს, თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს უფსკრულს,ბილიკსა და გზას, ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ყველა გზააბნეულ მგზავრს, ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს, ყველა მწუხარებას გაუმარჯოს, ყველაზე დაჩაგრულ გულს, ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზადაკარგულს ერთს, ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის მადლი მოვახსენოთ ღმერთს.
|
ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლულიყველაფერი მეზარება, სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინცმიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი, კიდევვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი, თუღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება. იმ დალოცვილ ომარსა და ჯალალედინს, თუკიასე ჰყვარებიათ ეს ზედაშე, ჩვენ ვინა ვართ,მეგობარო, იმათ გვერდით, რადგაგვკიცხონ ლოთობისთვის დღეს მე და შენ?! ჩამოასხი, ყურძნის წვენმა მეცმაამოს, ჩამოასხი!.. ჩემზე იყოს მაგის ვალი, თუ სიკვდილი მიწერია ამსაღამოს, მირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე მთვრალი... ...ჩამოასხი!..მერიქიფევ, აბა, მალე! პირნაკლული ყველაფერი მეზარება, სულ პირამდეჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ქართულღვინოს, ქართულ სუფრას გაუმარჯოს!
|
ჭიქას დახედა შავი თვალებით, მთვრალი იყო და მაინც დალია, თავი დახარა... თქვა დანანებით: ეჰ, სიყვარულო, შენი ბრალია... ისევ შემთხვევით, ეს მერამდენედ, ერთმანეთს შეხვდნენ ჩვენი თვალები, რა პატარაა ეს დედამიწა, სიყვარულს ვერსად დაემალები..
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 Stumari 3 Users: 0
|