დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს, ყველაზე მოწყენილ დღეს, თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს უფსკრულს,ბილიკსა და გზას, ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ყველა გზააბნეულ მგზავრს, ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს, ყველა მწუხარებას გაუმარჯოს, ყველაზე დაჩაგრულ გულს, ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზადაკარგულს ერთს, ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის მადლი მოვახსენოთ ღმერთს.