ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი, ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული, ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო, სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული. ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი? ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა, მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს, რადგანაც სევდა სიყვარულის თანამგზავრია!