ოთხ, 24-აპრ-24, 04.04
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2011 » მარტი » 08

 

მადლობა ყველას ვისაც ვახსოვარ,
მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვარ,
ვეღარ დავიბრუნებთ ჩვენ იმ ბავშვობას,
იმ სათუთ გრძნობას, გრძნობას უმართავს.
მადლობა ყველას ვისაც ვახსოვარ,
მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვარ,
ჩვენ თავი დავანებეთ ბავშვურ გართობას,
პრობლემებს გავიჩენთ, თანამგზავრს უამრავს.
მადლობა ყველას ვისაც ვახსოვარ,
მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვარ,
მეგობრებს მადლობა, ჩვენს ძმობას ასწლოვანს,
ღმერთს დიდი მადლობა კიდევ რომ გიყვარვარ.
მადლობა ყველას ვისაც ვახსოვარ,
მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვარ,
დედაჩემს მადლობა დიდხანს რომ მაცხოვრა,
მამაჩემს მადლობა, სულ ყველას მადლობა...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 2768 |  კომენტარები : (1)
       

 

იღება კარი,
შემოდის ქალი:
"ბატონო ივა"
კლიენტი არი!
შემოდი მერე,
დაკეტე კარი,
გოგოა?ბიჭი?
კაცია?ქალი?
ბატონო ივა
გოგონა არი
ძალიან სტკივა,
უღირსი არი.
ამბობს რომ თურმე,
გრძნობეს აჰყოლია
ჩატებით გაცნობილ
ბებერს გაჰყოლია.
ბებერი აჰყოლია ლოგინში ჩაჰყოლია
არადა გოგონას საქმროც კი ჰყოლია.
საქმრომ რო გაიგოს,
გული ეტკინება
გოგონას მამიკოს კი
ძაან ეწყინება.
ცოდოა ბავშვი
ცოდვისგან გავშრი.
შემოიყვანე მე
ლოგინს გავშლი.
წამოწვა გოგონა
ფეხები ასწია
ექიმმა ფეხშუა
ნემსი შეაწია.
მიკერა მოკერა
მიჭრა მოჭრა
დღეიდან გოგონი
ნავარდი მორჩა.
წაგიყვანს საქმრო და
მეორედ გაგიდებს.
ამ ამბავს ჩვენს გარდა
ვერავინ გაიგებს!!

ავტორი: მალხაზ დანელია
კატეგორია : ლექსები საქართველოზე | ნანახია : 4253 |  კომენტარები : (4)
       

 

[size=14]გამოიღვიძებ, თვალებს გაახელ
და დედის კოცნა მოგენატრება,
თვალებს მოიფშვნეტ, ტუჩებს მოისრეს
და დედაც უმალ შემოგევლება.
შემოგანათებს ცრემლიან თვალებს
და იტყვის: "შვილო როგორ გაზრდილხარ"
და ქაღალდისგან აგებულ ნავებს,
წლები დაწვავს და წლები დაფლირთავს.
გულში ჩაგიკრავს, სუნთქვას შეიკრავს,
სათუთი ხელებით ღილებს შეგიკრავს,
მდუღარე ცრემლით ლოყებს დაგისველებს,
დედის სიყვარული ცხოვრებას დაგიმშვენებს.
ამ სტროფებს შენ გიძღვნი დედა,
მე ცხოვრებას შენი მეშვეობით ვხედავ,
ერთი რამ შემიძლია გითხრა:
მე შენ მიყვარხარ დედა...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 2277 |  კომენტარები : (1)
       

 

დროს ხომ ვერ გაებუტები, ხათრი არააქვს დროს,
ზამთარს ვერ დაემდურები, ზამთარია და თოვს
ნიავს ვერ გაეკიდები, ნიავია და ქრის.
და ხელსაც ვერ ააფარებ ცას როცაუნდა წვიმს

საღამო როცა დადგება მთვარე ანათებს გზებს
ბევრი ალბათვერც გაიგებს, მერის თქმა მინდა დღეს.
ან როცა ვიღაც მოკვდება, თვალს დაუსველებს ბევრს.
თუმცა გული ხომ გეტკინა ასე უნდოდა ღმერთს...

გარეთ ვიღაცა მათხოვრობს, ჩვენკი აუვლით გვერდს.
მე კარგადავარ ის ცუდად, ალბათ აბრალებს ბედს.
და რაც გვაქვს ისიც ვიკმაროთ, ნუღარ მოვითხოვთ მეტს.
ღმერთი განსაცდელსაც გვივლენს, და შანსსაც გვაძლევს ერთს.

დროს ხომ ვერ გავებუტებით ვერ გავაჩერებთ წამს.
ხან ისე სწრაფად მიფრინავს, ვერ ვასწრებთ სიტყვის თქმას.
ნიავს ვერ გავეკიდებით, სულაც არ ვგავართ ქარს.
ვერ გადავივლით უდაბნოს და ვერც გავცურავთ ზღვას...

ჩვენ ცოდვილები მოკვდავნი, ან როგორ ვიღებთ ხმას..

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1518 |  კომენტარები : (1)
       

 

ჩრდილთა ქალაქში
by Misho Dadiani on 2011 წლის 05 03, შაბათი, 21:01-ზე
ზეცას ბინდისფრად მთვარე ვიდოდა,
ირგვლივ მეფობდა სიბნელე ცაში,
და ალახგაზრდა ქალი ტიროდა,
მას დაკარგვია პატარა ბავშვი.
ქალაქს სდიოდა უკუნი ბნელი,
მხოლოდ აჩრდილნი ქალაქის მცველი,
ყოვლის მომკვლელი იყო გოდება,
ქალაქს ცოცხალი ვერვინ ტოვებდა.
ამოუხსნელი იყო ზმანება,
გზებზე იწვოდა წითელი ალი,
ულამაზესი ქალი ტიროდა,
ვერსად მიაგნო პატარას კვალი.
აჩრდილთ ქალაქში ღამე კიოდა,
მას ყველაფერი ერთად ტკიოდა,
თუმცა ტკივილი ვის ახსოვს მაშინ,
ქალს დაეკარგა პატარა ბავშვი.
გამოხდა ხანი აღარ თენდება,
და ყველაფერი ისევ გრძელდება,
შეშინებული ლამაზი დედა,
დაუკარგია ძალა და რწმენა.
უცებ გამოჩდა პატარა გოგო,
თითქოს ხელებით დაიცვა სახე,
ეს ყველაფერი რა ხდება როგორ?
თვითონ დაუგო მშობელმა მახე.
წამოხტა ქალი მის დანახვაზე,
მივარდა თავის პატარა ნაყოფს,
თუმც უკაცრავად იქ ვერვინ ნახოს,
მხოლოდ აჩრდილნი, შორი თუ ახლო...
იწვის ხეები კარგავენ წელებს,
ღამე არ დნება იმატებს ბნელი,
პატარა ისევ იფარებს ხელებს,
სისხლიანი აქვს თვალები ხმელი.
უცებ განათდა ნისლიან თვალში,
თითქოს ფიფქები თვალებზე ათოვს,
და ამოიცნო ექიმი ხმაში,
გონზე მოვიდა:..., გილოცავთ "აბორტს"...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1749 |  კომენტარები : (2)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0