დროს ხომ ვერ გაებუტები, ხათრი არააქვს დროს, ზამთარს ვერ დაემდურები, ზამთარია და თოვს ნიავს ვერ გაეკიდები, ნიავია და ქრის. და ხელსაც ვერ ააფარებ ცას როცაუნდა წვიმს
საღამო როცა დადგება მთვარე ანათებს გზებს ბევრი ალბათვერც გაიგებს, მერის თქმა მინდა დღეს. ან როცა ვიღაც მოკვდება, თვალს დაუსველებს ბევრს. თუმცა გული ხომ გეტკინა ასე უნდოდა ღმერთს...
გარეთ ვიღაცა მათხოვრობს, ჩვენკი აუვლით გვერდს. მე კარგადავარ ის ცუდად, ალბათ აბრალებს ბედს. და რაც გვაქვს ისიც ვიკმაროთ, ნუღარ მოვითხოვთ მეტს. ღმერთი განსაცდელსაც გვივლენს, და შანსსაც გვაძლევს ერთს.
დროს ხომ ვერ გავებუტებით ვერ გავაჩერებთ წამს. ხან ისე სწრაფად მიფრინავს, ვერ ვასწრებთ სიტყვის თქმას. ნიავს ვერ გავეკიდებით, სულაც არ ვგავართ ქარს. ვერ გადავივლით უდაბნოს და ვერც გავცურავთ ზღვას...