ჩრდილთა ქალაქში by Misho Dadiani on 2011 წლის 05 03, შაბათი, 21:01-ზე ზეცას ბინდისფრად მთვარე ვიდოდა, ირგვლივ მეფობდა სიბნელე ცაში, და ალახგაზრდა ქალი ტიროდა, მას დაკარგვია პატარა ბავშვი. ქალაქს სდიოდა უკუნი ბნელი, მხოლოდ აჩრდილნი ქალაქის მცველი, ყოვლის მომკვლელი იყო გოდება, ქალაქს ცოცხალი ვერვინ ტოვებდა. ამოუხსნელი იყო ზმანება, გზებზე იწვოდა წითელი ალი, ულამაზესი ქალი ტიროდა, ვერსად მიაგნო პატარას კვალი. აჩრდილთ ქალაქში ღამე კიოდა, მას ყველაფერი ერთად ტკიოდა, თუმცა ტკივილი ვის ახსოვს მაშინ, ქალს დაეკარგა პატარა ბავშვი. გამოხდა ხანი აღარ თენდება, და ყველაფერი ისევ გრძელდება, შეშინებული ლამაზი დედა, დაუკარგია ძალა და რწმენა. უცებ გამოჩდა პატარა გოგო, თითქოს ხელებით დაიცვა სახე, ეს ყველაფერი რა ხდება როგორ? თვითონ დაუგო მშობელმა მახე. წამოხტა ქალი მის დანახვაზე, მივარდა თავის პატარა ნაყოფს, თუმც უკაცრავად იქ ვერვინ ნახოს, მხოლოდ აჩრდილნი, შორი თუ ახლო... იწვის ხეები კარგავენ წელებს, ღამე არ დნება იმატებს ბნელი, პატარა ისევ იფარებს ხელებს, სისხლიანი აქვს თვალები ხმელი. უცებ განათდა ნისლიან თვალში, თითქოს ფიფქები თვალებზე ათოვს, და ამოიცნო ექიმი ხმაში, გონზე მოვიდა:..., გილოცავთ "აბორტს"...