სამ, 26-აგვ-25, 15.37
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 

 

ღამით ქუჩაში დავეხეტები

მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,

ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...

მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,

სველი თვალებით მივყვები ბილიკს,

გაოცებული მივიცქერი იქით

არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?

მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის

მე არ მასვენებს ფიქრები მისი,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით

ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...

მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია

ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით,

არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად,

არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით.

დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე

თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით

არ ვიცი საით,

გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...

| ნანახია : 1087 |  კომენტარები : (1)
       

 

 

თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი

მუზა თუ არა მკრავს ხელს,

თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ

მთვარეს დავინახავ მე,

მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა,

ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს,

თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში

გადაშროშანებულ მთებს,

თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს,

თოვლი ზღაპრულად რომ დევს...

თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი

თმებზე დამეღვრება მე,

ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე

სხივთ ნაწნავებად გრეხს...

თუკი ნაკადული დახატული

რაკრაკით ჩამივლის გვერდს,

თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ

ტოროლას ავაწვდენ ხელს,

თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს

შეხეთ, ამ ნებიერ ხეს,

ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში

აპრილი დამახრჩობს მე...

თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით,

მუზა თუ არა მკრავს ხელს,

მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით,

რომ სიტყვის ლოთი ვარ მე!

| ნანახია : 1080 |  კომენტარები : (1)
       

 

 

 

როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება,

ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული,

საოცარია დასისხული ცის გათეთრება,

როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული...

მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე

საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად

სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე

და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება....

უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით

და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად

აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით

და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში...

გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს

გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი

შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,

ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....

| ნანახია : 1610 |  კომენტარები : (4)
       

 

 

მე სიყვარული ლოთივით შევსვი

და ახლა ვითვლი დღეებს ფეთიანს,

საოცნებოა კვლავ შენი ბაგე,

შენი თვალები ისევ ღმერთია.

მე ისევ ლექსებს დავემოყვრები

და შენ მოგიძღვნი ფიქრთა ხეტიალს.

რაც იყო,იყო ვერ დაგივიწყე,

ეს განშორებაც მეტისმეტია.

ისევ მარტო ვარ,შენზე ვლოცულობ,

ეს ჩემი ლოცვაც ისევ კენტია."

| ნანახია : 3052 |  კომენტარები : (2)
       

 

 

 

ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს

განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,

ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,

ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.


აანთო თეთრი ლამპიონები

და ცას მიაპყრო სხივების კონა

მარადისობის ნათელი ფერით

გამოუცხადა სამყაროს გლოვა


ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,

და დამავიწყო რაც მიწამია,

მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება

მარადისობის ერთი წამია

| ნანახია : 1498 |  კომენტარები : (1)
       

 

 

მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს

და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.

შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს

და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.

და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,

ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.

თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს

მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.

გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,

გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….

შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს

და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!

| ნანახია : 1258 |  კომენტარები : (1)
       

 

 
მე შენ გეძებე მთელი დღე ბაღში
ვარდების სურნელი მცემდა შორიდან
შენ დაგინახე იჯეკი მათთან
ეფერებოდი ვარდებს ლამაზად.
მე შორს დავდექი დამტკბარი შენით
ასეთი სურათი მე ჯერ არ მინახავს
შენი სილამაზე უხდება ვარდებს
შენი ღიმილი უმშვენებს სახეს.
ვერ მოვითმინე მოვედი შენთან
ჩუმად დავჯექი მე შენთან სკამზე
შენმა თვალებმა მე დამინახეს
და გამახსენეს უძირო ღამე.
შავია როგორც ბნელი საღამო
სევდიანი და აუღწერელი
მაშინ გავიგე მე შენი სევდა
მე იმ თვალებმა მომიკლეს რწმენა.
რწმენა რომელიც გულით დამქონდა
რწმენა რომელიც ჩემში ხარობდა
რწმენა რომელიც სულ შენ გყვარობდა
რწმენა რომელიც დაკარგვას ნანობდა.
შენი თვალები სხვისთვის ტიროდა
თურმე გიყვარდა სულ სხვა ვიღაცა.
ისევ იქ ზიხარ ვარდებთან ბაღში
და მას იხსენებ სულ დიდი ტანჯვით.
ერთად ვიჯექით იმ ლამაზ ღამეს... 
| ნანახია : 1339 |  კომენტარები : (4)
       

 

 
გუშინ გავიგე სხვაზე გამცვალე,სახე გიბრწყინავს...ხარ ბედნიერი...
ისიც გავიგე რომ გიფიქრია,შექმნა ოჯახი,კანონიერი...
მე კარგად ვიცი და კარგად მესმის,რომ შენ არა ხარ ჩემი მნახველი,
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად:შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი...
როცა პატარას ქუჩაში ვნახავ...მის ლამაზ თვალებს უმალვე ვიცნობ...
მუხლებზე ვკოცნი და ამას ვეტყვი ...
შენს მამიკოზე მე დღემდე ვფიქრობ... 
| ნანახია : 1335 |  კომენტარები : (8)
       

 

 

 
როცა გინატრე,მაშინ დაგკარგე,
მაშინ ჩამიქრა ერთი სანთელი,
ისე წახვედი,სიტყვა არ გითქვამს
და მომიხურე გულის კარები,
მაშინ დამტოვე, როცა გინატრე,
როცა მინდოდა შენს გვერდით ყოფნა,
მაშინ ჩამიქრე ტრფობის სანთელი,
როცა მინდოდა მე შენზე ლოცვა,
რატომ დამტოვე რა დაგიშავე,
რატომ გამხადე ცხოვრების მონა,
რატომ არ გჯერა ამ ქვეყანაზე,
არ შემიძლია უშენოდ ყოფნა...
 
| ნანახია : 1221 |  კომენტარები : (3)
       

 

 
 

 
იცი რომელ დღეს მოვკვდები?
ყველაზე ლამაზ დღეს,
მე არაფერი არ ვიცი და მხოლოდ ვიტყვი ერთს
იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელს

სიკვდილი ჩემთან მოირბენს და გულს ჩამწყვიტავს მე
ვიცი რომ ეს დღე იქნება სიცოცხლით სავსე დღე,
ბევრი რაღაცით იხარებს გული დაწყდება ბევრს,
მე ხომ სიცოცხლე წამართვეს ხელი უნდობლად მკრეს

დღეიდან მე ღმერთს ვეკუთნი ჩემს თავს მივანდობ ღმერთს
უკანასკნელად ავხედავ ცაზე მომღიმარ მზეს,
გამიკვირდება რად ნათობს მზე როცა ვკვდები მე?
ალბათ სიკვდილი მირჩია განვლილ ბავშვობის წლებს,

მე კი სიცოცხლე მწყურია მე პატარა ვარ ჯერ
დაკრძალვის დღეს კი იწვიმებს აღარ იქნება მზე
პირს შეიკრავენ ღრუბლები წვიმა მისველებს თმებს
ცრემლები უხვად მეჭრება მარგალიტივით ზედ

ტირილი მინდ ვერ ვტირი რაგაცა მიშლის ხელს
დღეს ჩემს პატარა ჭაღარას მიწა ეხება ზედ
და სიმარტოვის ბურეში სავალი მიწევს მე
საფლავის ქვასთან ნიაღვარს სწრაფათ გააქრობს მზე

ჩემს ზემოთ მიწა გათბება მე კი ვერ ვითბობ ძვლებს
გულზე პატარა ჩიორა ფრთხიალებს თანაც შტვენს
იცი რომელ დღეს მოვკვდები?
| ნანახია : 1459 |  კომენტარები : (7)
       
« 1 2 ... 57 58 59 60 61 ... 100 101 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1276

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0