მთავარი » axali arqivi
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას. გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე. და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე” მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული
|
ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში, ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას, ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში... სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს! პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს, რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება; მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ. გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება. მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან; მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა. თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს, ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის... ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!
|
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი. მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად და ოცნებებად დავიხარჯებით, ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით, მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს, პატიოსნება ურდულად ადევს და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია, მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი ..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში... ..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...
|
ტირი
? ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური. უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი, თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა, ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი... ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა. მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით??? ..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში... ..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...
|
|
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები
|
|
შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია, ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია, როგორ
მენატრები სხვებმა არ იციან ის, რომ უშენობით გული დაილია, შენზე ოცნებაში
უკვე მერამდენედ თეთრად უსასრულო ღამე გაილია, გიცქერ თვალებში და ძლიერ
მენატრები, შენი სიყვარული სულში ამინთია...
|
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
|
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც
იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით
ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და
მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა
დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
|
mashin rodesac cxovrebaze shen xels chaiqnev wutit shecherdi... Me gamixsene nu atirdebi da shen mixvdebi rom qveyanaze arsebobs vigac visac ukvarxar vinc gagmertebs da visac chirdebi...!
|
shen rom waxvedi sinanuli movida chemtan...dges sinanuli mirchevnia shentan kopnas...!
|
« 1 2 ... 61 62 63 64 65 ... 100 101 »
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|