მთავარი » axali arqivi
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.
ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი.
სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი
|
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .
|
P.S. ნახეთ რა აზრიანი სურათია .
|
me Tu avtirdi amatirebs uSenod yofna, Cems bnel oTaxSi isev sevda daisadgurebs, gamaxsendeba Seni nazi tuCebis kocna, Seni tkbili xma Cems arsebas rom anadgurebs Senc atirdebi wamogiva Tvaildan cremli. gagaxsendeba ras velodiT da ra gxvda wilad, Seni Tvalidan mowyvetili umanko cremli dedamiwis guls gaaRviZebs, rom sZinavs mSvidad, me Seviyvare xma romelic exlac Camesmis xma varskvlavia miuwvdomlad rom gvimzers cidan. SenTvis me albaT Semodgomis monatreba var, foTol cvenis qveS moyolili yvavili cidan, maS avtirdebi, amatirebs kvlav uSenoba, Senc atirdebi wamogiva Tvalidan cremli, gagaxsendeba rom am qveynad arsebobs gogo… gogo romelic Tval cremlian biWunas elis...
პ.ს. ჩემი საყვარელი ლექსია ამაზე დამიკომენტარეთ
|
დედაო ღვთისაო ამას გევედრები შენ დაიფარე ჩემი სიყვარული მისი სიცოცხლისთვის ამას გევედრები ცოდვა შეუნდა და აპატიე ეს ყველაფერი. ცოდვად ნუ ჩაუთვლი რომ მას არ ვუყვარდი და ჩემს თავს სხვები ასე ასჯობინა. სიყვარულის ღირსი მე არ ვყოფილვარ მან ეს ყველაფერი ასე მაგრძნობინა. მან სხვას მიულოცა გაზაფხულის მოსვლა ჩემში კი დატოვა ცივი ზამთარი. ზამთარმა თავის სუსხით გამიყინა გული, გული სიყვარულიტ ასე გამთბარი. მან სხვას მიართვა პირველი ყვავილი ყვავილი ნიშნად სიყვარულისა, ,,ია" ყოველთვის არის პირველი ნიშანი სითბოს, სიყვარულისა. ასე სიცივეში მარტოდ-მარტო დავრჩი, გაზაფხული ჩემში ალბათ აღარ მოვა ცივი ზამთარია ჩემი მწარე ხვედრი ცხოვრებამ ამის მეტი არა მარგუნა რა.
|
აქ ყვავილებიც მოიპოვება, ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია. ჩემი ცხოვრება არის პოემა, ჩენი ცხოვრება მხოლოდ ლექსია.
|
"სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია, სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი, გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი, შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი; თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ, რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან, მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან"
|
აბა ეხა ამ პატარა სასიამოვნო ლექსზე ცავიდეს კომენტარები /:)
|
შენთვის ვილოცებ
მინდა, რომ შენ დამესიზმრო....
რომ იცოდე, რამდენს ვფიქრობ შენზე, მართლა მოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს.
თუ ამაღამ დამესიზმრები, აღარ გადავრლიდი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით
მაინც დავუთმობდი ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს...
თუ შენ დამესიზმრები, სიხარულისაგან გალამაზებული სახით ვივლი ხვალ ქუჩაში...
თუ დამესიზმრები, მარტო შენ გაგიმხელ, რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერტ ადგილზე ტალრები ზღვისა....
მარტო შენ გამოგიტყდები, მზე და მთვარე რამ დააშორა, ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომქრებიან ცისკრის ჟამს...
გიამბობ, რაზე ჩურჩულებს ასე დაუსრულებლივ ფოთლები.... ან წყარო ვის ამბავს ჰყვება.
ანდა ზეციდან წამოსული სპეტაკი ფიფქი, რატომ ისწრაფვის ასე მიწისკენ...
მარტო შენ გეტყვი დადუმებულ ზართა გულისთქმას და მოგიყვები გაფრენილ ჩიტთა
დარდზე.
მერე გაჩვენებ, მოხეტიალე ქარი სად ბუდობს....
ანდა, ვიღაცა ყველას დაუკიტხავად სულში ასე რატომ შემოდის. ან ბოლოს ეს
გზა სად მიგვიყვანს, სად მთავრდება... შენთვის გავამხელ სიხარულისა და
მწუხარების დიდ საიდუმლოს....
მოვასმენინებ ვრცელ მელოდიას ამ ცხოვრების ზღაპარზე... და თუ შენ მოხვალ
ჩემს სიზმარში, ნუ გეშინია, არ მოგეფერები, რათა არ დაგაფრთხო.... მერე
კიდევ რომ გამეღვიძოს, თვალს არ გავახელ, სუნთქვას შევწყვეტ, ისე
გავუძლებ, მართლა ისურვებ ჩემს სიზმარში ყოფნას....
ოღონდ მოდი ჩემთან სიზმარში და თუ გინდა წამარტვი ის თბილი სუნთქვა, მე რომ მაცოცხლებს....
არ შეგეშინდეს!
მე გადავრჩები, დავრჩები და ვიარსებებ ამ ქვეყნად მაინც... ვიჩქარებ,
მარტო იმისათვის გავახილო კვლავ ამქვეყნად თვალი, რომ დაგინახო და მერე...
მერე, კი იცი?...
დაღამებამდე ვინებივრებ იმ თეთრ ღრუბლებში და ცისფერ ცაზე... ყველა კენჭს ავყრი ზღვის ფსკერიდან, ავაცეკვებდი იმ სწრაფ ტალღებზე...
და მე დავკოცნი ნიავს, ქარს, სიოს მაგ სუნთქვის ნაცვლად და მერე შეიძლება გავყვე იმ მოცახცახე ალს, სადღაც უხმაუროდ...
ეს არ იდარდო1
მერე რა მოხდა!
ეს არაფერი.
საქმე ის არის
ნეტავ თუ მართლა დამესიზმრები?
.... და მაინც რა არის სიყვარული, რა როლი უკავია მას ადამიანების
ცხოვრებაში, როგორ ვაღწევთ გრძნობათა იმ მწვერვალს, რომელსაც სიყვარული
ჰქვია?
სიყვარული მაქსიმალისტია და მაქსიმალური სჭირდება
|
« 1 2 ... 68 69 70 71 72 ... 100 101 »
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|