პარ, 24-მაი-03, 10.52
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 

ქალისაგან გაბედნიერებული კაცი ღმერთმაც ვერ გააუბედურა და ღმერთისაგან გაუბედურებული კაცი ქალმა გააბედნიერაო, ნათქვამია. მაშ ღმერთზე ძლიერია? არა, ღმერთზე კი არა, კაცზე ძლიერია, მიუწვდომელი და ამოუხსნელი, თუ მოინდომა გაგაბედნიერებს, თუ განარისხე-გაგაუბედურებს, თუ უნდა თავის ჭკუაზე გათამაშებს, "დაგაჩოქებს, აგატირებს, წამოგაყენებს და კაცად გაქცევსო"- ხან მრისხანე სტიქიას ემსგავსება, ხან მზის სხივივით თბილი და საამოა. მაგრამ კაცს უჭირს დაინახოს; რომ დაინახოს უნდა დაიჯეროს, რომ დაიჯეროს უნდა დააფასოს; აი დაფასება კი....

 

| ნანახია : 1390 |  კომენტარები : (2)
       

 

 
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!"
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, ... [~~სრულიად ნახვა~~]
| ნანახია : 1189 |  კომენტარები : (2)
       

 

რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!
 
| ნანახია : 1074 |  კომენტარები : (0)
       

 

განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვისთვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა სავარძელში მჯდომი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს.
| ნანახია : 1100 |  კომენტარები : (0)
       

 

როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია.
 
| ნანახია : 1205 |  კომენტარები : (2)
       

 

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
| ნანახია : 1531 |  კომენტარები : (6)
       

 

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.

2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.

3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.

4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.

5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.

7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.

8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.

9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.

10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...
| ნანახია : 1156 |  კომენტარები : (2)
       

 

მადლობელი ვარ იმ თითოეული წამისთვის, რომელიც შენ მაჩუქე...
მადლობელი ვარ გვერდში დგომისთვის ჭირშიც და ლხინშიც...
მადლობელი ვარ, რადგან მუდამ იყავი ჩემს გვერდით მაშინ,
როცა ყველაზე უფრო მჭირდებოდი...
მადლობელი ვარ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ შენ არსებობ!"
 
| ნანახია : 1115 |  კომენტარები : (1)
       

 

როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები
| ნანახია : 1341 |  კომენტარები : (0)
       

 

შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!
| ნანახია : 1214 |  კომენტარები : (3)
       
« 1 2 ... 96 97 98 99 100 101 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0