პარ, 24-მაი-03, 15.27
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 

ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი ,
სანთელს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს ,
შეყვარებულზე ფიქრობდა იგი ,
ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს .
იწვოდა სანთელი ნელა ,
თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი ,
ყველა ერთ სანთელს შესცქერის მარტო ,
ქურდმა ბიჭმა კი ლექსი დაწერა :
" ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ ,
მე უშენობით არ მყოფნის გონი ,
მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ და თავს მოვიკლავ .
მოვიკლავ მგონი .
თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი ,
რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი ?
და თუ სიყვაულმა ტანჯვა მომიტანა ,
ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა ?? "
- ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი
და შესცქეროდა ანთებულ სანთელს .
- რა არის ქალი ? - ფიქრობდა იგი .
- რა შეუზლია ამ ქვეყნად ქალებს
და ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა ,
მზე დამანახა და ცის ნათელი .
ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა
და მხოლოდ ენთო ქურდის სანთელი . . .
| ნანახია : 1310 |  კომენტარები : (0)
       

 

უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ,
გვერდით როგორ დავუწვები, სერ.
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ,
ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.
მე ისეთი პატარა ვარ,
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ,
მე რომ დედას მომაშოროთ,
ცოვა არის, ადრე არის, სერ.
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ-ყვითელ საკინძებით, სერ
ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი,
თქვენ რომ გვერდით დაგიწვებით სერ.
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა.
გრძელი არის ზამთრის გამე სერ.
მე იმ ღAმეს სხვსთან როგორ ავიტან,
არ მეყოფა სითამამე სერ.
აგერ ქარმაც ამოყარა ფიფქები,
ფოთოლიც კი არ სჩანს მწვანე, სერ.
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები.
მოდი მაშინ წამიყვანე სერ...
| ნანახია : 1222 |  კომენტარები : (0)
       

 

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რათ გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხლებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...
| ნანახია : 1309 |  კომენტარები : (1)
       

 

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

 

| ნანახია : 1301 |  კომენტარები : (2)
       

 

წუხელ თოვდა, ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე.
მე ავდექი პირველ თოვლზე, განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე,
თოვლი, თეთრად დასახული
ასე თეთრად გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ჰყვავის ასე და განთიადს მიხალისებს,
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
ძველებურად გამოასხავს ტყემლის ყვავილს

რა თოვლია, ვენახებს და ბახში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული
ეს პპირველი თოვაც ისე გამიხარდა
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც უსაქმურად დანაბერი.
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბინებას,

| ნანახია : 1198 |  კომენტარები : (2)
       

 

თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი
| ნანახია : 1207 |  კომენტარები : (1)
       

 

ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან...

| ნანახია : 1219 |  კომენტარები : (2)
       

 

ვიგონებ წარსულს გამეს მტვარიანს მგიმარე გოგოს მოკლე კაბიანს სისველი მკერდი ცისფერი ტვალი და ეტყობოდა რომ იყო მტვრალი მივედი ახლოს მან გამიგიმა სახელი ვტხოვე ის კი ატირდა გოგონამ უცებ იცვალა ფერი და მიპასუხა რომ ქვია მერი ცრემლის მიზეზი არ დამიმალა და ეკლესია ტან მიმასცავლა იქ არის ცჰემი დზვირფასი საქმრო დგეს ის ჯვარს იცერს ვერც ვხვდები რატო მე ვიყავ მისი სატრფო ერტგული ცემტან რა უნდა მე რას მენდურის ტუმცა სწორი ხარ დზვირფასო საქმრო მსობელმა დედამ დამგუპა ხალხო უცებ გიმილმა გამომაფხიზლა გოგონამ ტვალზე ცრემლი სჰეისჰრო იდზგერა გულმა სისხლის ნაკადმა და გულ წასული იქვე დავარდა ასეტი იყო ეს მოგონება და მე კალამს გაუსჰვი ხელი ნეტავ სად არის ან სად მარხია ის დატანჯული ლამაზი მერი.

| ნანახია : 1141 |  კომენტარები : (1)
       

 

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა
| ნანახია : 1249 |  კომენტარები : (2)
       

 

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია

 

| ნანახია : 1281 |  კომენტარები : (1)
       
« 1 2 ... 97 98 99 100 101 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0