მთავარი » ლექსები
ჩამოშლილ თმაზე გაბნეულითეთრი გვირილა.ოცნებით სავსე იდუმალიბავშური მზერა.ხელის გულებით განდობილიგრძნობა და ვნება,მთვარის სხივებით დამალულიგულების სევდა.ჩუმი ჩურჩული და სულში კიყვირილი ეთხმად,დიდი ტყუილიც და სიმართლეცორივე ერთად.დიდი სევდაც და სიხარულიცგრძნობაც და ვნებაც.მე ამ ყველაფრით გიხსენებშენ დარასაც დაგპირდი მე შევასრულე-აღარ მიყვარხარ ეხლა !!!
|
რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით,მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო,მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივითდა შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის,რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრისწუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოსდა დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა,ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე,ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონადა გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით,მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს,სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვისდა სიგიჟეთი ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.
|
უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ... დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს... მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს, სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ.. არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ, იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
|
გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს ასე,რომ გასუქდა!
თითები შემახეთ გათოშილ თითებზე დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე ჩემთვის, რომ დაგმალო!
ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე... წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ ზამთრამდე!
დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ... გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა ჰაერი მაჩუქეთ!
|
ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ როცა მე წავალ ნუ ატირდები შენი ცრემლები დარდად გამყვება მწარე წარსულად გამყვება გულში მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით განშორება ხომ შეხვედრას უხმობს და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
|
იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს,
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს, მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები და ცრემლებისას დააყენებ გუბეს, იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ
|
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას!
|
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს, მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს. თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა, როგორ გამაწამა სიმარტოვემ, ისევ უშენობის სევდა მოაქვთ ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ. ო,რა მონდომებით ვამზადებდი შენთვის ფერად–ფერად მისალოცებ
|
დავბერდი? -
არა
ცხოვრებისაგან
წყალწაღებული მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული,
გალაღებული მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი?
არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს
რა დააბერებს, სულზე უტკბესო!
ვინ
დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში
ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს.
|
ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა, ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად, "მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია, როდესაც გულში დამალული სიყვარულია...
ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია, მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი, დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|