ორ, 24-მაი-06, 15.35
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » ლექსები

 





მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1141 |  კომენტარები : (0)
       

 

[color=red]გაივლის წლები, უშფოთველი ლამაზი წლები,
რომელიც მხოლოდ შენზე ფიქრში ნელ-ნელა გავა
და ამ წლებს უკან თან გაჰყვება მოგონებები,
რომლის ნაწილიც ამ გულიდან არასდროს წავა.

ვეღარასოდეს ვერ გაიგებ შენ ჩემს სიყვარულს,
მე მხოლოდ ჩემთვის მეყვარები შეუმჩნეველად
და თუ არასდროს შეგაწუხებ ამ ჩემი გრძნობით,
მე შენთან მხოლოდ ერთადერთი თხოვნა მექნება.

როცა მოვკვდები ჩემ საფლავზე ცოტა ხნით მოდი,
მე ცრემლს ვერ მოგთხოვ, მაგრამ თხოვნით მაინც მოგმართავ
შენი ცრემლები ჩემთვის მუდამ სამადლო არის
და შენი ცრემლით ჩემს სიყვარულს ისევ მონათლავ.

თუ ცემლი არა, გულზე ვარდი მაინც დამადე,
რომ შენგან მაშინ, მაინც ვიგრძნო ოდნავი ნდობა.
ეს სიყვარული საიქიოს გზას გმინათებს,
და შენთან მუდამ სიყვარულით სიზმრებშიც მო[/i]ვალ.

კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1088 |  კომენტარები : (0)
       

 




მკითხეთ და გეტყვით' 
რად ვიკმარე ოცნება საგზლად; 
მკითხეთ და გეტყვით- 
რად კისკასებს სული კვლავ ანცად; 
მკითხეთ და გეტყვით- 
რატომ მიყვარს იის სურნელი; 
მკითხეთ და გეტყვით- 
რად დაცურავს ცაზე ღრუბელი 
მკითხეთ და გეტყვით- 
ყოველივე, რაც რომ დრომ შთანთქა, 
ჩემს გულში მაინც რად სულდგმულობს 
სიცოცხლის საგზლად; 
მკითხეთ და გეტყვით- 
მკითხეთ და გეტყვით-.... 
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1096 |  კომენტარები : (0)
       

 




ჩუუ...... 
საიდანღაც ჩემს გულამდე,ტალღების თქარუნს 
ცისფერი წლების სილაღე მოაქვს; 
და კარგად ვხედავ...ფეხშიშველი,ცისფერი ქალი 
ყელსაბამისთვის ნიჟარებს და კენჭებს აგროვებს. 
მზე დღეს მოწყვეტით ჩაეშვა ზღვაში, 
ცამ განრისხებით შეიკრა შუბლი და აირია დავთარი თითქოს. 
მე ვეღარ შევძელ გაპარული გაზაფხულის შემობრუნება 
შემოდგომა კი ყვითელ ფოთლებს გესლივით მანთხევს, 
ცრემლი,ცრემლი,ტკივილი მწარე, 
მოთქმა,ვაება,სინანული,წყევლა და შიში, 
შიში-ამბოხი სულის ჩაკვდომის.... 
მერე ხარხარში ეს ცხოვრებაც ჩაითელება, 
ჩაიკარგება და დღეს წასული, 
ხვალ ცრემლად მოვალ-და ბრუნავს ჯაჭვი, 
გრძნეული ჯაჭვი, ჯაჭვი ცხოვრების. 
კმარა,ო,კმარა,დავიღალე ამდენი გვემით. 
საკუთარ ხელით გაძარცვული შემრჩა ცხოვრება, 
ვგრძნობ-უძალობა შეპარულ სხეულს, 
ასეთ ყოფაში აქ მოუწევს გამოზამთრება, 
რადგან აღარ მაქვს შორ-შორს ფრენის მცირედ ხალისიც 
ბნელა და უკუნში ზარი ჩამორეკს. 
ტუჩებს დახეთქილს სიცხიანის ხავილი მოაქვს, 
თქვენი დაცინვა მე არას მაკლებს, 
ნუ შეწუხდებით ,არც რითმი მმოძღვრავს... 
ერთფეროვნებამ გადაჭამა ჩემი ცისფერი სიხარული 
და აღარ დარჩა დაუღრნელი ადგილი მცირეც. 
რა გვიან მივხვდი?!ვერც თქვენთან და ვერც თქვენს გარეშე 
მე ვერ შევძელი ცხოვრება ისე, 
,როგორც უნდოდა იმ პატარას,ზღვასთან დარჩენილს; 
ჩამოაფხრიწეს გულს სიხარული 
და ვით ბუხარში მილულული ხმელი წიფელი, 
ვიღაცის სულის შებერვას ვუცდი, 
შეშლილ თვალებით შორს დარჩენილი 
ნაკვალევს ვჩხრიკავ და ნაწამები ცისფერ დღეებს ისევ ვეძახი,... 
ო,გაიმეტეთ მცირედ ჰაერი; 
მცირედ იმედი,იმედი მცირედ, 
თორემ ვიხრჩობი და დასასრული არააქვს კვდომას. 
მე შეშლილი ვარ და არ ვარ გიჟი. 
აჰა,პორტრეტიც,სულის განგაშით 
ჩუუუუ... 
საიდანღაც ჩემს გულამდე ტალღების თქარუნს, 
ცისფერი წლების სილაღე მოაქვს. 
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1116 |  კომენტარები : (0)
       

 



გამომიგონე...
ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,
უპატრონე ჩემს მონატრებას,
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს...
გამომიგონე...
მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი,
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი
ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა
შენსკენ მომავალს.
მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას,
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე
და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხიე
ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე,
მე ხომ დაგნებდი...
გამომიგონე...
შემიყვარე როგორიც გინდა,
დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი..
მე ხომ უზომოდ დავიღალე
და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა.
მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები
მზეს მონატრებულ კედლებს შორის,
ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს.
დამტოვე შენთან, მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები,
მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს,
მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე, თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას,
როგორ ჩამქოლეს, შემატოვეს დაღუპვას როგორ,
როგორ მივედი უზარმაზარ ფოლადის კართან,
შიგნითაც როგორ შემიტყუეს,ჩაკეტეს კარი,
როგორ ვტიროდი უსასრულო, ნაცრისფერ ზამთარს
და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი.
ძველ ლოთობაზე, სიგიჟეზეც რაიმე მკითხე,
ძველ სიგიჟეზეც, ათასჯერ რომ შევცვალე ახლით,
თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ,
და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი
იტირე დიდხანს, იტირე ჩემში, ჩემს გარშემო
და კიდევ იქით...
მოვედი შენთან, დაღლილი ვარ, აღარ მაქვს სახე...
ჩემს მონატრებას უპატრონე, მაჩუქე ფიქრი...
გამომიგონე...
შეაერთე ყოველი ნატვრა, 
გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,
შემომიტყუე, შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,
მხოლოდ შენს მკერდზე გამითენე ჩემი დღეები,
შეაკოწიწე ჩემი მზერა, ჩამალე შენში...
გამომიგონე...
დამამსგავსე შენს ერთ-ერთ სიზმარს,
შენს ერთ-ერთ ნატვრას, ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს...
მე შენთან ვდგავარ, მოვაღწიე, დამტოვე შენთან!
მე დაცლილი ვარ, მე შიგნიდან გამომწვარი ვარ,
არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი და არც სიჩუმე,
მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს მონატრებას,
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები!
მე გამაწამა, მე ჩამქოლა კედლების ხროვამ,
გადააფარე შენი თმები ამ კედლებს, ქალაქს,
გადააფარე ჩემს სურვილებს ველური ვნება,
მოვედი შენთან, შემიკედლე, დამბანე ხელი,
მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს,
მერე ზაფხული მომანატრე...
მერე მიჩვენე, ზაფხულში თვითონ შემიძეხი როგორც ყვავილი,
შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა,
გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი,
დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე...
დამტოვე შენთან, მიპატრონე, მიტირე შენში,
გამომიგონე, დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1118 |  კომენტარები : (2)
       

 



შენ ალბათ ადრეც იყავი ურჩი
და ეგ სიკერპე ჩემამდე მოგყვა,
მე შენს სიყვარულს თუ გადავურჩი
შენი წარბების სიშავე მომკლავს.
დაგინახავ და დავრჩები მუნჯი
ამელეწება სირცხვილით ლოყა,
მე შენს სიყვარულს თუ გადავურჩი
შენი ტჩების სიწითლე მომკლავს.
ამდენი ფიქრით მომძულდა თავი
შენ არ გეტყობა ფიორი განცდაც,
შენ თვალები გაქვს ისეთი შავი
რომ ეს საღამოც თეთრია მასთან....

კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1095 |  კომენტარები : (0)
       

 


ხშირად ხდება, რომ ხელოვნება იმ სფეროზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა. ეს კონტექსტის კრიზისია. როცა კონტექსტები არ ჩანს, ძნელია იფიქრო სახელოვნებო პროცესზე, როგორც ასეთზე. 
ამ ესეში მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო ქართული ტექსტებისა და კონტექსტების ურთიერთობას. 
მანამდე კი: 
პოეზიას ორი მთავარი მოწინააღმდეგე ჰყავს: რელიგია და თვითონ პოეზია. 
დავიწყოთ უკანასკნელით: პოეზია პოეზიის წინააღმდეგ. 
ქართულ პერიოდიკაში ადრეც დაწერილა იმის შესახებ, რომ არსებობენ პრივილეგირებული სიტყვები, ფრაზები, მოვლენები, რომლებიც ითვლება პოეტურად, ანუ მათი გამოყენება პოეზიაში ასე ვთქვათ, პოეზიას ხდის პოეზიად. შესაბამისად, არსებობენ სიტყვები, მოვლენები, რომელთა გატექსტება, გავრცელებული თვალსაზრისით, მკრეხელობა თუ არა, არაპოეტური მაინცაა. 
სინამდვილეში კი `პოეტური” და `არაპოეტური” სიტყვების არსებობა ფიქციაა, სიტყვას თუ მოვლენას პოეტურად ხდის კონტექსტი. რა თქმა უნდა საკამათოა თავად ტერმინი `პოეტური”, რას ნიშნავს ის? მაგ: სიტყვა `ბოქვენი” რატომ არ არის პოეტური და რა კომპონენტში სჯობს მას სიტყვა `მთვარე?” რატომ არის პოეტური `რაში” და არა _ `ჯორი?” 
უნდა მოხდეს `მეორეხარისხოვნების, როგორც ღირებულების განმტკიცება” (აკილე ბენიტო ოლივა), მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტიმაცია. შეგვიძლია ვიხმაროთ ტერმინი `second art” (სექენდ არტ) და ამით მოვინიშნოთ პოსტინდუსტრიული ლირიკის საზღვრები, რომლებსაც ბოლოსკენ ალბათ შევეხები. 
მოტივირებული კონტექსტი ნებისმიერ სიტყვას აძლევს ესთეტიკური არსებობის შესაძლებლობას. მთავარია კონტექსტი. კონტექსტის გარეშე დაწერილი სიტყვა `სამშობლო” გაცილებით უზრდელურად ჟღერს, ვიდრე სიტყვა `ტრაკი.” 
მაგალითად, ტომაზო ლანდოლფის მიერ ორგაზმის ოთხგვერდიანი აღწერა გაცილებით პოეტურია (ამ სიტყვის თუნდაც ტრადიციული განმარტებების მოშველიებით), ვიდრე მთელი `ანა კარენინა” თავისი გულისგამაწვრილებელი პათოსითა და ფსევდოინტელექტუალური განაზრებებით. უიტმენის `ყოფითი” ტექსტები, რომლებიც ბევრ ლიტერატურათმცოდნეში `დეილი ტელეგრაფის” პუბლიკაციების ასოციაციას იწვევდა, პლანეტის საუკეთესო პოეზიაა. 
პოეტმა-არტისტმა უნდა შექმნას კონტექსტი, რომელშიც აცხოვრებს თავის ტექსტებს. ტექსტი, რომელიც გაურბის კონტექსტს, კლავს საკუთარ არსებობას. ქართული ტექსტების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს კონტექსტში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ზუსტად ამიტომ სასურველია, მალე მოხდეს უკვე ნახსენები მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტიმაცია, რაც დაუბრუნებს დაჩაგრულ საგნებსა და სიტყვებს უფლებას, მოხვდნენ პოეტურ განზომილებაში. 
ნებისმიერ ნივთს აქვს უფლება, აღიწეროს. კონტექსტის მიცემის შემთხვევაში, საპირფარეშოს იხვი და `თი-ბი-სი ბანკის” 17 %-იანი განვადება ისეთივე პოეტური (ფ)აქტი ხდება, როგორც `ბჰაგავატ გიტა” და `ბალახის ფოთლები”. 
მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული ღირებულების გამტკიცებას ხელს უშლის აბსოლუტისტური წარმოდგენები პოეზიაზე, მის `საკრალურ” ბუნებაზე, შესაბამისად, პოეზიის თემად მიიჩნევა მხოლოდ `ამაღლებული” (?) მოვლენები. ასევე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს `ღვთაებრივი ინიციაციის” თეორია, პოეტის, როგორც ღვთისგან ან მსგავსი მოვლენისგან ხელდასხმული ადეპტის წარმოდგენა და ა.შ. საბჭოთა საქართველოში ჩამოსული სტაინბეკი თავის `რუსულ დღიურში” (თუ კარგად მახსოვს, ეგრე ჰქვია) წერს, თუ როგორ ვერ გააგებინა ქართველ მწერლებს, რომ იქ, ამერიკაში მწერლობა ისეთივე ჩვეულებრივი პროფესიაა, როგორც ვთქვათ, ინჟინრობა და არავინ მიიჩნევს მწერალს ერის წინამძღოლად და ღვთისგან ხელდასხმულად. ქართველებს გაუკვირდებოდათ ასეთი მიდგომა, აბა რა. ქართველი პოეტი ხომ ღვთის შიკრიკია. 
აი, ამ კონტექსტების გათვალისწინებით უამრავი ლექსი ზედმეტად `სერიოზულად” იწერება. 
ავტორი ძალიან სერიოზული სახით ეკიდება თავის საქმეს მაშინ, როცა პოეზია პლანეტის ყველაზე არასერიოზული საქმიანობა. 
პოეზია თამაშია. 
პირველი პოეტი-პერფორმერები _ ბერძენი აედები, რომლებიც ცეკვა-სიმღერით ლექსავდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ ოდესმე პოეზია ასეთი ტვინის ჭყლეტის ობიექტი იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ თავიანთივე ნამღერ პოეტურ კონტექსტში და ამაში `კაიფს” იჭერდნენ. ეგ იყო და ეგ. 
10-იან წლებში ავანგარდისტების მიერ შემოგდებული `ფსიქიკური ავტომატიზმის” პრინციპი რეალურად დიდი ხნის წინ ანტიკურ ცივილიზაციაში განხორციელდა, როცა ღვინისა და გარუჯული ბერძენი ნაშების თანხლებით ექსპრომტად იმღერებოდა ლექსები. 

`სადაც კარგი ბარებია,
გოგო დაგიბარებია,
ისე დაგიბარებია, 
როგორც დაგიბარებია.”

ვახტანგ ჯავახაძის ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც საერთოდ მეოცე საუკუნეში დაწერილა. იმიტომ, რომ დაწერილია პოეტი-მოთამაშის მიერ და ტექსტიც ცხოვრობს შესაბამის კონტექსტში. ცხადია, ეს არაა ინტელექტუალური პოეზიის კონტექსტი, როგორც მაგ: ხარანაულის `წიგნი ამბა ბესარიონისა” ან ბარბაქაძის `ლოგიკის მონატრება”. ამ პოეტებს სხვადასხვა კონტექსტები აქვთ და ყველა მათგანი ზუსტად იცავს თავის ტერიტორიას. მაგრამ ასეთი ზუსტი კონტექსტები ძალიან მცირეა ქართულ ლიტერატურაში, რისი მთავარი განმაპირობებელი, ჩემი აზრით, არის ავტორების სურვილი, იყვნენ ფილოსოფიურები. შედეგად ვიღებთ კვაზიინტელექტუალურ პოეზიას, ან უკიდურეს შემთხვევაში, ცუდადგარითმულ `წმინდა გონების კრიტიკას”.
პოეტური `ეგოს”-ს პრეზენტირების მიზანმიმართულად ფილოსოფიურ-ლირიკული მეთოდი ფიასკოთი დამთავრდა. 
`ქართული” რილკე ვერ შედგა. 
ოთარ ჭილაძის ლექსები არის ცხადი ნიმუში პოეზიაში მიზანმიმართული ფილოსოფიურობის კრახისა. მსგავსი შაქარყინულოვანი, მონოტონური ფილოსოფიურობა ძალიან იოლი პოზა გახდა. ფაქტია, რომ მათით შეყვარებული თინეიჯერები სიამოვნებით იმესიჯებენ, მაგრამ ამ ტექსტების შემოქმედებითი ეფემერულობა გარდაუვალია. ამავდროულად, სრულად ვეთანხმები აზრს, რომ ჭილაძემ მოახერხა, შეექმნა ჩვენი დროის საუკეთესო მონუმენტური პროზა (არა მარტო ქართული მასშტაბით). პროზაში მისი ფილოსოფიური ნარატივი ძალიან მაღალი პილოტაჟის ნიმუშია.
როგორც უკვე ითქვა, ჩვენთან კონტექსტის კრიზისია.
ამიტომაც ქართული მწერლობა ისევ არის ბაყაყი და სამწუხაროდ, ჯერ ერთი ბებრუხანა პრინციც კი ვერ მოიძებნა, რომელიც მას აკოცებდა და მზეთუნახავად გადააქცევდა. 
ქართულმა ლიტერატურამ უნდა დაივიწყოს `მაღალი” იდეალები, უნდა დაივიწყოს `სამი სტილის თეორია”, უნდა დაივიწყოს `დიადი” ლიტერატურული მემკვიდრეობა, უნდა დაივიწყოს შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი... და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება მის თანამედროვე არტში ინტეგრირებაზე საუბარი. რაც მთავარია, ტექსტები უნდა გახდეს ადამიანური, ძალიან ადამიანური. ადამიანურში არ ვგულისხმობ ჰუმანურს (როგორც ამას მისი ეტიმოლოგია გვაიძულებს), უფრო პირიქით. თავის მხრივ, წარსულის დავიწყებაშიც არ იგულისხმება მისი არგამოყენება, ესეც პირიქით. გამოიყენე და დაივიწყე, ან პირიქით: დაივიწყე და მერე გამოიყენე. ეს წარსულის რეექსპონაციაა.
წარსულის შეცვლა შესაძლებელია. ესაა მისი ინტერპრეტირება, რევიზირება, რეექსპონირება. ჩვენ წარსულს უნდა გამოვუცხადოთ უნდობლობა, სხვანაირად მისი სრულფასოვანი ექსპლიცირება ვერ მოხდება. `ვეფხისტყაოსნის” მიმართ ქართველი ლექტორ-მასწავლებლების რელიგიურ-ეგზალტაციური დამოკიდებულების გამო დღემდე ეს წიგნი საერთოდ არ შეფასებულა. საჭიროა, უარვყოთ `ვეფხისტყაოსანი”, გამოვუცხადოთ მას სრული უნდობლობა, დავცინოთ, აბუჩად ავიგდოთ... და ამის შემდეგ დავიწყოთ მისი შეფასება (ან (გა)დაფასება). და ასე უნდა მოხდეს ყველა საკრალიზებული წიგნისა თუ სხვა კულტურული კონცეფციის გადახედვა. მარინეტისგან განსხვავებით, ჩემი ეს აზრი მხატვრული მემკვიდრეობის პრაგმატულად შეფასებას ემსახურება და არა _ მის განადგურებას.
ბარიერი #2: რელიგია.
ამთავითვე ხაზი გავუსვათ, რომ წერა ათეიზმია. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტი აუცილებლად ათეისტი უნდა იყოს. თვითონ პროცესია ათეისტური. წერო _ ნიშნავს, იყო თავხედი, არ ითვალისწინებდე ტაბუებს (სოციალურს, ლინგვისტურსა თუ რელიგიურს). 
პოეტის მხრიდან რელიგიური თემების ჰერმენევტიკა მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორიცაა ანჟეი ბურსასთან: 

`მე მწამს ყველა სახელმწიფოს რელიგიები 
მწამს ერთდროულად ყველა იდეალი 
ისე როგორც იმათი უგუნურება ვინც ისინი მოიგონა” 
(მთარგმნ. დ. ბარბაქაძე) 

ვინც ხელოვნებას ღვთაებრივ ინიციციად მიიჩნევს, მას გაუჩნდება კითხვა, თუ რატომაა წერა ათეიზმი, ან როგორ შეიძლება ის, რაც ღვთისგან მოდის, ათეიზმი იყოს. ჯერ ერთი, ძნელი დასამტკიცებელია, ღვთისგან მოდის თუ არა, და მეორეც, გავიხსენოთ, რომ `ღმერთიც კი ზოგჯერ ათეისტია” (ვგულისხმობ ეჟი ლეცის ერთ `დაუვარცხნელ აზრს”, რომელიც დაახლოებით ასე `ჟღერს”).
თუ ასეთი თავისუფლება ვინმეს უზნეობად მიაჩნია, ვკითხავ: რას ნიშნავს ზნეობა ლიტერატურაში? ეს იგივე ხომ არაა, რაც წიწაკა მარწყვში? 
ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ხელოვნება იმ კონტექსტზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა.
ხელოვნება იწყება იქ, სადაც მთავრდება ზნეობა.
პოეტური კონტექსტი ზნეობისაგან გასვლას ითხოვს, ვინაიდან ძნელია, ერთდროულად ორ ცხენზე იჯდე. ძნელია, აღწერო თუ როგორ უხეთქავს თავს უმწეო დედაბერს ეგზალტირებული რასკოლნიკოვი და ამავდროულად იფიქრო, მორალური ასპექტით რამდენად გამართლებულია ამაზე წერა. ძნელია, პერსონაჟს ათქმევინო, ქრისტე სულელიაო (როგორც ეს ნობელიანტმა სარამაგომ გააკეთა) და მერე თავი იმტვრიო, ზნეობრივია (ან ქრისტიანულია) თუ არა ამაზე წერა. დიდაქტიკა დავუთმოთ სასულიერო პირებს და დაწყებითი კლასის პედაგოგებს. 
შელი ძალიან სამართლიანად აღნიშნავდა, რომ ის, რაც კარგია პროზაში, გულისამრევია პოეზიაში. ავტორი გულისხმობდა დიდაქტიკურ-მორალისტურ ტენდენციებს პოეზიაში, ასეთად ვთვლი აფორიზმებს `ვეფხისტყაოსანში” (მორალისტურ პროზაზეც იმავეს ვიტყოდი.). 
პოეზია, რომელიც ზნეობას აფარებს თავს, ყალბია.


დიდხანს ვისაუბრე ავტორ(იტეტ)ებზე, ორი სიტყვით შევეხები ჩემი თაობის ფართო წრეებში ჯერარცნობილ პოეტებს (არტ-ჯგუფები `ლაბორატორია”, `ვარდისფერი ავტობუსი”, `ლილ”, ცალკეული თინეიჯერი პოეტები), რომლებიც ზუსტად ამ უკანასკნელი მიზეზის (ჯერარცნობილობის) გამო არიან გაცილებით თავისუფლები. მათ ჯერ არ ბოჭავთ საზოგადოების მიერ მათზე შექმნილი წარმოდგენები. შესა ... [~~სრულიად ნახვა~~]

კატეგორია : ლექსები | ნანახია : 3399 |  კომენტარები : (0)
       

 




ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, ახალ ნაკრეფს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს..

კარებს გავეღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...

ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მომენატრე ნეტა იცოდე,
დღეს იუბილის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1131 |  კომენტარები : (0)
       

 



მითხარი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი
საიდან და სადამდე დაიწყო,
მიმაბრუნე იმ მხარეს, სადაც ადამიანები დგანან და
ნახევრად გადაქცეული შენობებივით იყურებიან.
რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინათ
მიატოვეს მაცხოვრებლებმა
და დგანან ასე
გაცვენილი სახურავებით
ჩამოშვებული ფანჯრებით და
დამტვრული კარებებით
და მათში უკვე ღამის პეპლებიც აღარ შედიან.
სადაც ძირს ყრია ფოტოები
როგორც სიტყვა სიყვარული
რომელსაც წამკითხველი აღარ ჰყავს და
კარგავს თავის მნიშვნელობას.
მითხარი, საიდან და სადამდე დაიწყო ეს ყველაფერი
და მე გეტყვი, რომ ასე გრძელდება
სახლის თეფშებივით ნახმარი ხელებით
ყოველღამე მითვალიერებ
მეორადი მოხმარების გაცრეცილ შეგრძნებებს
და ასე ნახევრად ცარიელი,
ნახევარმთვარესავით ვახერხებ ღიმილს
ამ ვარსკვლავებით დაჭიმულ ღამეს.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1018 |  კომენტარები : (0)
       

 




როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას,
შენი ცხოვრებაც ასე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება

ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება,
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება.

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება,
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება.

რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები,
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება,
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება.

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება,
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნბება.

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1882 |  კომენტარები : (7)
       
« 1 2 ... 6 7 8 9 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0