ერთხელ დამესიზმრა ზაფხულის ღამეს, ბაღში ტირიფის ქვეშ ვისხედით ერთად, ჩვენს ზემოთ ბერი ხე ბავშვივით ტიროდა, და შეყვარებულებს გვლოცავდა დიდხანს. დღესაც დამესიზმრა მოხუცი ტირიფის ხე, მითხრა მარტოდ-მარტო რატომ დადიხარო? პატარა გოგომ ხომ არ მიგატოვა, აქ რომ ფიცი დადო ხომ არ გატეხაო, ხმა არ გამიცია მოხუცი ხისთვის, უჩემოდ ბერი ხე ყველაფერ მიხვდა, ორივემ თვალები დავხარეთ ჩუმად, ორივე ვტიროდით, ვტიროდით დიდხანს.
მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს... ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ.. რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან.. ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი? როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი.. იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი.. იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი... ვინ იცის ახლა განმკითხავი ვინ არის ამის, ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის, მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე.. და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი.. ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები..მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე მჯერა..მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან... ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი, როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი!...
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე? მოგისმენია გრიალი ზღვისა? იგი ბრაზდება საკუთარ თავზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას. იცი რად არის გაბრაზებული?! რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?! ზღვასაც ყოლია შეყვარებული და მერე რწმენა დაუკარგია, საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე, საკუთარ გულში დაუმარხია და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას, საკუთარ სატრფოს იგონებსდარდით და ეს გრიალი დარდია ზღვისა! .......................................... უნდა იცოდე ვინ არის ღირსი რომ სიყვარული ატარო მისი!
დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად, შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაწყიში ასე მუნჯია. ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა თუ ის ლურჯია. დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით, უმასხარაოდ, ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!
"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: "მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"