კვ, 24-მაი-05, 09.24
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 



რომ ავყოლოდი გულისთქმას
ჭკუას არ დავიხმარებდი.
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს
შენს გულში გავიხარებდი...
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი
გზას წისქვილისკენ გავლევდი...
პატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1131 |  კომენტარები : (0)
       

 





არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1043 |  კომენტარები : (0)
       

 


დილით ადრიან ტაძარში გოგონა
ვიხილე სანთელით ხელში
მუხლებზე იდგა გაყინულ ქვაზე
ცრემლი სდიოდა ორივე თვალზე
ის ჩუმად კვნესოდა იტანჯებოდა
ის ჩურჩულებდა ხატს შესცქეროდა
მიშველე ღმერთო რა დაგიშავე?
ასე რო მტანჯავ არ გებრალები?
შენ ხომ იცოდი ვერ ავიტანდი
შეყვარებული რომ მომიკალი?
. . . . . . . . . საღამოს გვაიან გაყინულ
ქვაზე მას სამუდაომოდ ჩასძინებოდა
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1093 |  კომენტარები : (0)
       

 


ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1141 |  კომენტარები : (0)
       

 



ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად 
დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს, 
დამწველს ,დამდაგველს, 
მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში, 
დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს. 
ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს, 
ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს, 
ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს 
უცხო ტილოებს. 
ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს, 
ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს, 
მუზების მეფე აღსარებების 
სავსე ფიალებს დაგაცლევიებს. 
მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს, 
მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს, 
გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც 
ერთი შეხედვით მოგინადირებს... 
მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი, 
და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს, 
მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში 
რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1134 |  კომენტარები : (0)
       

 


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1070 |  კომენტარები : (0)
       

 


ხანდახან როცა შენზე ფიქრები,
შემმოსავს ფრთებით მე გავფრინდები,
და როცა ისევ მომაგონდები,
ისევ მდის ცრემლი მცარე გოდებით;

ხანდახან როცა ვუყურებ მთვარეს,
გამახსენდები დავხუჭავ თვალებს,
მთვარე მახსენებს იმ ლამაზ დღეს,
შენ რომ შემომხვდი ვარდობისთვეს
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1064 |  კომენტარები : (0)
       

 



"თუ სიყვარული გულწფელია, მას ვერავინ, ვერასდროს, ვერაფერს დააკლებს"
კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1256 |  კომენტარები : (0)
       

 

ეს 
პოეზია
ეს პოეზია დიდ ღრმა ფიქრებს გავს
გძირავს და შენს გულს ახლოს ეცნობი,
მაგრამ თუ შენ თავს ახლო ვერ იცნობ
ვერც პოეზიით ვერ გაეცნობი.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1089 |  კომენტარები : (0)
       

 


* * *
უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის,
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1002 |  კომენტარები : (0)
       
« 1 2 3 4 5 6 7 ... 100 101 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0