ხუთ, 24-მაი-16, 17.17
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 


ვხვდები ბევრ რამეს - რასაც ცოტა ხნის წინ ვერ ვიგებდი
ასე მგონია, მხოლოდ მე შევიცვალე 
და დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად ბობღავს
შენ ხარ..
უკვე მერვე თვეა ჩემთან ხარ
სხვა არავინ მჭირდება
მართლა
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 905 |  კომენტარები : (0)
       

 


ქალი ლამაზია,ქალი სათუთია, 
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, 
იგი ფერიაა,უფრთო ანგელოზი 
და კიდევ იდუმალი,ნაზი სირინოზი. 
ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი, 
ანგელოზივით სიყვარულს მღერის, 
თვალები მისი ბრწყინდება ისე, 
როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 973 |  კომენტარები : (0)
       

 


რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში, 
საოცარია თვალები შენი, 
ვარდის სურნელში ხარ შებნეული. 
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში 
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში. 
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით, 
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 980 |  კომენტარები : (0)
       

 


ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე 
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი, 
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას, 
თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი, 
ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი, 
რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 932 |  კომენტარები : (0)
       

 



ბნელმა ფიქრებმა ოგზო უკვლოდ დიდხანს მატარა,
მარტო დარჩენილს, შენი თავი კვლავ მომანატრა,
რომ დაგენახა ლოყამ ცრემლი როგორ ატარა,
ვიცი მეტყოდი... სულელი ხარ თანაც პატარა... 
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 895 |  კომენტარები : (0)
       

 


ნეტავ რას ნიშნავს ეს განცდა ჩემში? 
ნეტავ რა არის სახელი მისი 
მაინტერესებს მაგრამ მე მტანჯავს, 
სულ ვფიქრობ იმაზე,ვარ მისი ღირსი? 
ის კეთილია,აქვს დიდი ნიჭი, 
ის სიყვარულის ხალისით იწვის 
მას აქვს ოცნება რომ იყოს მისი, 
ვინც შეიყვარებს დაუდოს ფიცი.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 913 |  კომენტარები : (0)
       

 


შენ წახვალ 
მე კი დავრჩებ მარტო 
და რა მოხდება ამით 
არც არაფერი არც არაფერი 
არც კი იფიქრო წამით 
შენ გათხოვდები 
მე ცოლს მოვიყვან 
და რა მოხდება ამით 
არც არაფერი არც არაფერი
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 894 |  კომენტარები : (0)
       

 


მინდა გნახო,მოგეხვიო, 
და შეგეხო ხელით თმაზე 
მოგეფერო და გაკოცო, 
გეალერსო დღე და ღამე. 
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ, 
და მე ვფიქრობ მუდამ შენზე 
მინდა გითხრა მენატრები, 
შენთან ყოფნა მინდა ძლიერ.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1111 |  კომენტარები : (0)
       

 


ხომ შეიძლება გულით გსურდეს და 
ვერ შეიყვარო მაინც... 
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, 
ვერ შეიძულო მაინც... 
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, 
ცაში იფრინო მაინც... 
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, 
მაგრამ მიყვარდე მაინც... 
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, 
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1037 |  კომენტარები : (0)
       

 

თვალები გაახილა, გათენებულა. ისევ ის სიზმარი, წყეული გზაგასაყარი აეკვიატა, დგას გზაგასაყარზე და ვერ აურჩევია საით წავიდეს, არადა იქ დგომაც როგორ მიბეზრდა, ძალიან დაიღალა უკვე ერთი და იმავეთი. გზაგასაყრის ერთ მხარეს ბურუსი ჩანს, სიბნელემდე მისული ბურუსი, ცივი, ერთიანად მძიმე ჰაერი, წვიმა და ცის ჩუმი მოთქმა, ავის მომასწავებელი სიჩუმე, გაყინული დრო, შეწყვეტილი წამი..... მეორე მხარეს კი მზე ანათებს, იმდენად მხურვალედ, ისე ძლიარად, რომ შეიძლება დაიწვას, ეშინია, რომ ვერ გაუძლებს მისი სხივების სიუხვესა და სითბოს და დაიფერფლება. თვალისმომჭრელ სინათლეში მაინც ჩანს მზის დისკო --- მფეთქავი გული, ყველა მიმართულებით გასცემს სხივებს, ათბობს, უსულოს სულს სჩუქნის უსასყიდლოდ, სიცოცხლეს გასცემს და თვითონ კი ისევ იგივე რჩება..... დგას და ვერ აურჩევია საით წავიდეს, ან იქნებ აირჩია კიდეც, მაგრამ ვერ მიდის..... როდემდე გაგრძელდება ასე? ვინ იცის..... ალბათ მისი დროც მოვა..... კი, აუცილებლად მოვა..... სწორედ იმ საღამოს, როცა ის ისევ იმ გზაგასაყარზე იდგა, მან გზა აირჩია.....
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1268 |  კომენტარები : (0)
       
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 100 101 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0