კვ, 24-მაი-19, 10.53
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » ლექსები

 

მე იმ სანთელის ერთი წვეთი ვარ შანდალს ლამაზად რომ ჩაუყვება მე იმ ჩანჩქერის ერთი წვეთი ვარ ქვაზე ლამაზად რომ გაიშლება მე იმ წვიმის ერთი წვეთი ვარ გზააბნეული ძირს რომ ეცემა და როგორც წვიმა ხანდახან მოდის ასე ხანდახან თუ შემოგივლი სულ დაგიკოცნი ვარდისფერ ტუჩებს მაგ ცისპერ თვალებს სულ დაგიკოცნი წამს არ დავკარგავ ,წამის მეასედს რომ წამში ათასჯერ გითხრა ჩემო პატარავ , ჩემო სიცოცხლევ მე შენ მიყვარხარ მე შენ მაცოცხლებ
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1171 |  კომენტარები : (1)
       

 

]+ + +
შენ არ გინახავს კაცის ღიმილი
შურმა და მტრობამ ისე მიგინდო,
შენი ცხოვრება და სიმძიმილი
არის ეს ქუჩა და სამიკიტნო.

შენი ცხოვრება არის ეს ძაღლი,
რომელიც კვდება, ცივი, ბებერი....
მისთვის არ არის ამ ქვეყნად სახლი,
არც კარებია შესაღებელი.

შენი ცხოვრება არის ეს ბუჩქი,
ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის...
სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი,
განუყოფელად მიდის... მარადის....

შენი ცხოვრება ვით შემოდგომა,
არასდროს აღარ დაიზამთრება...
აცივდა და შენს გარშემო დგომა
ეხლა არავის არ ენატრება...

შენი ცხოვრება ღონემიხდილი,
არის ტალახი! ბოსელი! ქართა!
რისთვის გაშინებს მითხარ სიკვდილი?
თუ არვინ მოვა სიკვდილის გარადა....

ვიცი თუ როგორ გადიხარხარებს,
როცა გაიგებს სიკვდილის ხველას.
შენი სიცოცხლე არვის ახარებს,
შენი სიკვდილი ახარებს ყველას...

ეს აზრი უნდა გავიგოთ ასე:
რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას,
და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს - წერტილს ტყვიისას...
რას?
თვითმკვლელობას.
09.12.2010 18:25[/color]

ატაკა: სურათი 1
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1120 |  კომენტარები : (0)
       

 



მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი.

ეს ფიქრნაკრავი ისტერია ვინ დამიტოვა,
ბანალურია... შეძარცვული განცდა ვიგემე,
სოფელში მინდა... ხეივანში უსიტყვოდ წოლა,
ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ.

ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს,
შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში,
იმ უზარმაზარ კაკლის ხესთან ტირილი მინდა,
ცრემლდაფიფქული მონატრება გამიჩნდეს ხმაში.

მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
გადაზნექილი სიმარტოვე ყმუოდა კართან,
შორეულ ტკივილს შემოდგომას ჩურჩულით ვუმხელ,
ამ უცნაური შეგრძნებების ტყვე რომ გამხადა.

შენი თვალები დამიწყვილდა სხეულზე მზერად,
ესკიზებისგან ძლივს ავაწყვე ძველი ნახატი,
გამაჟრიალა და მე ამის ჯერ კიდევ მჯერა
და ვიცი, უნდა მოვიხადო როგორც სახადი.

ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება,
მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს,
აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახი თვრება,
ეს სიზმარია? თუ გავგიჟდი და დავიჯერე.

გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებს
და სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ,
შენივ სხეულში მე შენივე სუნთქვით დაგეძებ,
იქნებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო.

იქნება ჩხაზე დაგეკიდო როგორც აკიდო,
მოტკბილო წვენმა მოადუნოს შენი კუნთები,
იქნება ჩემი ღამისთევა მინდა გაგიყო,
იქნებ წავედი, მაგრამ ვიცი რომ დავბრუნდები.

ივსება ქვევრი წვეთწვეთობით სისხლის ცრემლებით,
ნობათი ხანჯლად შემოურტყავს ხანდაზმულ მარანს,
და სევდანარევ შემოდგომას უცებ ვნებდები,
ალეწილ სახეს მის ოქროსფერ სამოსში ვმალავ.

მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
და შენი სუნთქვა შევიგრძენი დაფენილ თმებთან,
შემოდგომაა... და ამ სურათს შორიდან ვუმზერ,
შორიდან ვუმზერ და რატომღაც მინდება შენთან.

მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ,
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1045 |  კომენტარები : (0)
       

 



შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,
ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები,
მაგრამ, კთილო, მიხვდი, გაიგე,
ადრე წასული კაცის ფიქრები.
მიხვდი, გაიგე, რომ მეც შენსავით
ერთ დროს ამქვეყნად კაცი ვიყავი,
მეც მყავდა შვილი და ნათესავი,
კაცი ვიყავი გაურიყავი.
მეს ვოცნებობდი ოპერის ბაღში
და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ...
ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ...
მე ერთი მქონდა მგოსანს ქონება,-
კადნიერება არწივებური.
და მეც შენსავით მქონდა გონება 
კახური ღვინით გაბრწყინვებული.
მეც განვიზრახე ლამის სიკვდილი,
სიყვარული რომ გულს ჩამეწვეთა.
ეჰ... მეც მიყვარდა და ფერმიხდილი,
მეც დავდიოდი რუსთაველზედა.
მეც მიხაროდა, მეც ვღონდებოდი,
ეს მზე, მეც შენებრ, მახვევდა თავბრუს;
და, ეჰ... მეც შენებრ ვემონებოდი,
თბილისის ცას და ღამეებს ზღაპრულს.
მეც მნახულობდნენ იქ, ავლაბარში,
მეც შენნაირად ვიყავ ლამაზი,
მეც მეოცნებე თვალები მქონდა
და გავყურებდი დილის ცის კარებს,
სხეულში ცხელი სისხლი მიჰქროდა,
მიჰქონდათ ლამაზ თბილისის ქალებს,
თბილისის ქალებს - დილის ცისკარებს,
ნაირ-ნაირი ძოწეულებით,
სქელ ბაგეებს რომ დაისისხლავენ,
ვით თეირანის ბროწეულები.
ახლა ხომ ხედავ? ვინა ვარ, რა ვარ-
უკანასკნელი, პირვანდელს ვგავარ.
მზეს და სინათლეს გამოვექეცი ,
მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი.
ვიშვი, ვიცხოვრე-ვითამაშე რა...
"მანვე დამშალა, ვინც აღმშენა".
შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,
ხელად მიხვდები, ხელად გაიგებ,
რად გეძახიან ჩემი ფიქრები-
რა იყავ, რა ხარ და რა იქნები!


ლ.ასათიანი
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 999 |  კომენტარები : (0)
       

 



მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით 
გამოვხატავდი სულის დაგებას, 
მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ...
შევქმნიდი მხოლოდ შენს ქანდაკებას,
ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ...
შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას, 
მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ... 
შენზე დავწერდი ყველა სიმღერას, 
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე... 
გადედოფლებდი მე შენ დალებთან, 
მე საიქიოს რომ განვაგებდე 
არ მიგიშვებდი იმის კარებთან, 
და არ გეგონოს, რომ საფასურად
ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი,
ბედი რომ მქონდეს, როგორიცა ვარ,
ასე უბრალოს შემიყვარებდი...! 
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1050 |  კომენტარები : (0)
       

 


რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.

დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული.
წარსული ახლა ჩემი მტერია.
საიდანღაც კი ხმა შორეული
წამიჩურჩულებს: - არაფერია!

რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი.
შენი ცხოვრება ახლად იწყება.
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი...
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.

შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ,
მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია.
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ:
განა ეს მართლა არაფერია?!

დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს...
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება იანვრის სითბოც
და მეც სულ ისე დაგავიწყდები...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 992 |  კომენტარები : (0)
       

 



თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენა ხარ მისი
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის...
ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული?
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული...
მე ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზროდ დამთენებია,
და შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1236 |  კომენტარები : (1)
       

 


თუ ძალგიძს დარჩე, ძველებურად მშვიდი და მტკიცე,
და არ დაიბნე,როცა თავგზა ებნევა ყველას.
თუ ძლგიძს სიმხნედ,შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა.

თუ ძლგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს გაუტანელს, არ მიარგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას, მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ ჩვენო არავის თავი...

თუ შეგიძია სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად.
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად.

თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი,
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად.
იხილო ერთ დღეს დანგრეული ცხოვრების დღენი,
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.

თუ შეგწევს ძალა მაგიდაზე დაყარო ჩალად,
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით.
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნი კვლავაც და სასწორზე შეაგდო რისკით.

თუ შეგიძლია წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ას წელს.
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს,
ნებისყოფა გეუბნება, წინ მეთქი, გასწი.

თუ შეგიძია ბრბოში იყო და დარჩე კაცად.
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს მუდამჟამს ხალხი.
შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად,
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი.

თუ შეგიძლია გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო, სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია,დე გერქვას, ამინ...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1046 |  კომენტარები : (0)
       

 




მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. 
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.....
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 922 |  კომენტარები : (0)
       

 



ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...

ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია,
"მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია,
ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთვის გულში ვმალავდი
და ჩემს სიყვარულს მეგობრობის ნიღბით ვფარავდი...

შენი წყალობით ჩემი გული იყო სულ თბილი,
შენთან ვიყავი მე ყოველთვის ვით შენი ჩრდილი,
მე შენთან ერთად მოვიარე მთები თუ ბარი,
მაშინ ხომ მერქვა მშვენიერო მე მეგობარი...

მე შენ მიყვარდი იმ წუთიდან როგორც კი გნახე,
შენი ლამაზი ნაწნავები რომ დავინახე,
შენს სიახლოვეს გავატარე თერთმეტი წელი,
მაგრამ "მიყვარხარ", ვერ გითხარი მე ვერ შევძელი..

ვერ წარომიდგენ ჩემი გული თუ რას იტანდა,
შენი თვალები სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,
რომ გიხაროდა?! სიხარულის ცრემლი მცვიოდა,
შენი ტკივილი, ორჯერ უფრო მეტად მტკიოდა..

სულ რომ გიკვირდა, "ყვალა ბიჭი მექცევა თბილად"
"არადა სხვებს ხომ აწვალებენ ისინი ხშირად"
მეღიმებოდა რომ გისმენდი მუდამ ამაზე,
არც კი იცოდი მე რამდენი გავალამაზე...

მე ბევრი ღამე შენზე ფიქრში დამთენებია,
იცი? შენსავით მე არავინ არ მყვარებია,
ამდენი წელი სიყვარული ჩუმად ვატარე,
მთელი ცხოვრება საყვარელო გულით გატარე...

და ერთი რამე მშვენიერო გახსოვდეს მინდა,
ეს გრძნობა იყო რაც გამაჩნდა ყველაზე წმინდა ...



ავტორი :   MINIMAL
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 2541 |  კომენტარები : (15)
       
« 1 2 ... 4 5 6 7 8 9 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0