კვ, 24-მაი-19, 09.04
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » ლექსები

 



ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 2047 |  კომენტარები : (9)
       

 







რომ ავყოლოდი გულისთქმას
ჭკუას არ დავიხმარებდი.
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს
შენს გულში გავიხარებდი...
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი
გზას წისქვილისკენ გავლევდი...
პატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1066 |  კომენტარები : (3)
       

 




გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,

ასეთ სილამაზეს მივესალმები

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამნები!


მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,

გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,

ქალივით ჩურჩულებს იასამანი,

თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.


ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში..

ასეთ მაისებში გზაა სავალი,

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამანი!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 2694 |  კომენტარები : (0)
       

 



უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...

გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდარხარ --
ჩვენი გზა გაიყო...

ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა,
აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო...
არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს,
მე წავალ,

არ მინდა ტკივილი გიჩვენო......
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 996 |  კომენტარები : (2)
       

 


საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 866 |  კომენტარები : (0)
       

 




გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ 
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... 
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს 
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე 
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ 
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე 
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი 
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ 
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან 
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა 
ჰაერი მაჩუქეთ!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1540 |  კომენტარები : (1)
       

 



ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1021 |  კომენტარები : (0)
       

 





ის იტყოდა, რომ შენ მზე ხარ და სითბოს ასხივებ!
მე ვიტყოდი, რომ შენი ენერგიის ფართე ველი ძლიერ მიზიდავს.
ის დაგარქმევდა აპოლონ-ფებოსს, დაფნით შემოსილს.
მე დაგარქმევდი ჩვენი დროის ატიპიურ უცხო მოვლენას.
ის ფრთოსან ამბორს გამოგზავნილს ჰაეროვნებით მოგიძღვნიდა
და ოცნებებით შემოგეკვროდა...
მე წარმოსახულს ან ღიმილით გადავხედავდი,
ანდა სიმართლის გაფიქრება, მიწის შავ-თეთრი სინამდვილით 
და ნაასფალტარ ზედაპირზე დგომის სიცივე გამახევებდა
და შემზარავდა!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 892 |  კომენტარები : (0)
       

 




სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი;
თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1028 |  კომენტარები : (0)
       

 



ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, ახალ ნაკრეფს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს..

კარებს გავეღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...

ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მომენატრე ნეტა იცოდე,
დღეს იუბილის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე...

ავტორი 
 :   MINIMAL
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1563 |  კომენტარები : (4)
       
« 1 2 ... 5 6 7 8 9 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0