მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის...
ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით? ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?! ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში... დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო... სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ! ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი? შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა... ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", შენი თვალები გამახსენდება და ისევ ისე დაბერავს ქარი. ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, ჩავიძირები ისევ ფიქრებში და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
გითხრა რა იყო? არაფერი. . . მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი რა მიყო? სული დამძიმდა… არაფერი აღარ მახარებს... სევდა მაწვიმს და ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს. ყველა შორი და . . ახლო მდგომი უფრო დუმდება. ის ვინც მოვიდა არ მოსული უკან ბრუნდება.. გზები გაიყო... ცა გაიღო... გული გაიპო…... ბნელმა ნათელი შემიცვალა და მზე წაიღო. შველად ვეძებე შენისთანა არსად არ იყო. უკვე სიკვდილმაც შემიყვარა გესმის რა იყო?!
ბევრი ვეძებე შენისთანა წლები გაფრინდა. . . გული ვერავინ შემიცვალა მოდი თავიდან. . .
მე თუ ამაყი ვარ შენთვის ავტირდები მე თუ პატარა ვარ შენთვის გავიზრდები და თუ ჭკვიანი ვარ შენთვის გავგიჟდები თუ კი შეგცივდება მაშინ მზე ვიქნები სიცხე შეგაწუხებს? ზღვა ვიქნები ჩემით თუ გათბები ჩემით გაგრილდები თუ კი გეყვარები ამას დაგპირდები ფეხქვეშ გაგეგები შენ თავს გეფიცები!!! სხვა შეგიყვარდება? შენ ნუ დაფიქრდები იბედნიერე და მსხვერპლი მე ვიქნები!!!
რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელ უხლებელი როგორც მზის სხივი, მიუწდომელი როგორც ედემი. და თუ არახარ ის ვისაც ვფიქრობ მე დღეს არ ვნანობ დაე ვცდებოდე, ავადმყოპ გულს სურს რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობიტ ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული, ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა, და სიყვარულის დღესასწაული!
ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი, მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება. მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი, ზაფხული გადის - ხანმოკლეა მისი არსება... ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს, მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება... რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს, მარად ვის ძალუძს სილამაზის შენარჩუნება?! მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება, შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება, თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება, რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად... ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი, მუდამ იქნები ჩემი ლექსით უკვდავ ყოფილი.